Aa
Aa

"ინტერის" მორიგი შეთავაზება "მანჩესტერს" - "ნერაძურის" ბოლო შანსი

მილანის „ინტერის“ ახლადდანიშნულ მწვრთნელს ანტონიო კონტეს რომელუ ლუკაკუს გაფორმება სურს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.

Telegraph-ის ინფორმაციით, „ინტერს“ „მანჩესტერის“ მიერ მოთხოვნილი 80 მილიონი ფუნტის გადახდა არ შეუძლია და „მანკუნიანელებს“ სხვა წინადადებას უმზადებენ.

წყაროს ცნობით, იტალიელები გარკევულ თანხასთან ერთად მაური იკარდისაც დათმობენ.

ოლე გუნარს სულშერი იკარდის ვარიანტით დიდად მოხიბლული არ არის. არგენტინელს კლუბთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ამაში საკმაოდ დიდი წვლილი მის მეუღლესა და აგენტს ვანდა ნარას მიუძღვის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იკარდის მიმართ ინტერესს პრაქტიკულად არავინ იჩენს და „ინტერიც“ მის გაყიდვას ვერ ახერხებს.

მილანელებს მანჩესტერელებისთვის სხვა შეთავაზების გაკეთება არ შეუძლიათ. როგორც უკვე აღვნიშნეთ ისინი 80 მილიონ ფუნტს ვერ გადაიხდიან.

თუ „ინტერმა“ 26 წლის ბელგიელი ფორვარდი შეიძინა, მათ თანხების გამონახვა კიდევ მოუწევთ და ეს ლუკაკუს ხელფასს ეხება, რომელიც კვირაში 255 ათას ფუნტს შეადგენს.

„ნერაძურის“ აქვს ერთი ვარიანტი - „იუვენტუსი“. ტურინელთა ახალი თავკაცი მაურისიო სარი იკარდით ინტერესდება და მისი დამატება სურს.

თუ „ინტერმა“ არგენტინელის გაყიდვა შეძლო, ლუკაკუს დასამატებლად მათ დამატებითი თანხები გამოუჩნდებათ და ტრანსფერი რეალური იქნება, თუმცა „იუვენტუსისგან“ ჯერ კონკრეტული შეთავაზება არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები