Aa
Aa

"მანჩესტერი" და "ევერტონი" ამ სეზონის აღმოჩენას აკვირდებიან...

ბრიტანული Daily Mail-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ევერტონი" ჰოლანდიური "ალკმაარის" 21 წლის ფორვარდ ვინსენტ იანსენს აკვირდებიან. საამისოდ ორივე გუნდმა გასულ კვირას "ალკმაარი"-"პსვ"-ს შეხვედრაზე, რომელიც სტუმრებმა 2:4 მოიგეს, სკაუტები მიავლინეს. 

მართალია, აღნიშნულ დაპირისპირებაში იანსენს გოლი არ გაუტანია, თუმცა წლევანდელ სეზონში იგი უდავო სენსაციაა. "ერედივიზიეს" 29 შეხვედრაში 20 გოლი აქვს გატანილი და მის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. თანაც ამ 20-დან იანსენმა პენალტით მხოლოდ 2 გოლი შეაგდო, უშუალოდ თამაშიდან კი მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღო. 

გასული სეზონი ფეხბურთელმა ჰოლანდიის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ალმერეში" გაატარა, რომლის რიგებშიც 34 შეხვედრაში 19 გოლის გატანა მოახერხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები