ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "რეალმა" მენდი გაიფორმა!

მადრიდის "რეალმა" მორიგი ტრანსფერი გააოფიციალურა. ზინედინ ზიდანის გუნდში ახალი სეზონიდან ფერლან მენდი ითამაშებს!

"რეალმა" "ლიონის" ფრანგი მარცხენა მცველი 48 მილონ ევროდ გაიფორმა, ამ თანხას 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.

მენდი მადრიდში 6 წლით დარჩება. მან კონტრაქტს ხელი 2025 წლამდე მოაწერა.

24 წლის ფრანგი მარცხენა მცველი "რეალის" რიგით მე-4 შენაძენია. როგორც მოგეხსენებათ ფლორენტინო პერესმა ედერ მილიტაო, ლუკა იოვიჩი და ედენ აზარი უკვე გაიფორმა.

მენდი "ლიონის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 79 შეხვედრაში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები