ებუე: “ჩემს შვილებს თავს ვაჩვენებდი, თითქოს ისევ ვთამაშობდი
Aa
Aa

ებუე: “ჩემს შვილებს თავს ვაჩვენებდი, თითქოს ისევ ვთამაშობდი"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მოთამაშემ, ემანუელ ებუემ 2016 წელს მიღებული დისკვალიფიკაცია გაიხსენა.

ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კოტ-დივუარელს, რომელიც იმხანად „სანდერლენდში“ ასპარეზობდა, ყოფილი აგენტისთვის დავალიანების გადაუხდელობის გამო საყვარელი საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა.

ებუემ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდის შესახებ RMC Sport-თან ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ სურდა მის შვილებს დისკვალიფიკაციის შესახებ რამე გაეგოთ და ამიტომ მათ თავს აჩვენებდა, თითქოს ისევ თამაშობდა და ყველაფერი კარგად იყო.

„დღისით ვერ ვვარჯიშობდი და სახლში დარჩენა მრცხვენოდა. ჩემი შვილები მეკითხებოდნენ მოედანზე როდის დავბრუნდებოდი, ამიტომ დილაობით სახლიდან გავდიოდი და მათ თავს ვაჩვენებდი, თითქოს ისევ ვთამაშობდი.

ჩემმა შვილებმა არ იცოდნენ, მაგრამ მთელ დღეს გარეთ ვატარებდი და სახლში მაშინ ვბრუნდებოდი, როცა ეძინათ. არ მინდოდა ეკითხათ მინდორზე რატომ ვერ მიხილეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები