ადამ ჯონსონს ციხეში თავს დაესხნენ
“სანდერლენდის” ყოფილი ნახევარმცველი, ადამ ჯონსონი, რომელსაც 6 წელი არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო მიუსაჯეს, ციხეში არც თუ ისე სასიამოვნო ამბავში გაეხვა.
The Sun-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელს რამდენიმე პატიმარი თავს დაესხა და სამართებლით ჭრილობებიც მიაყენეს. გარდა ამისა, მათ ადამი გააფრთხილეს, რომ მსგავსი შემთხვევა შესაძლოა განმეორდეს.
შეგახსენებთ, რომ ჯონსონი ციხეში დამლაგებლად მუშაობას და ხელფასის სახით კვირაში 11 გირვანქას იღებს. აღსანიშნავია, რომ “სანდერლენში” ასპარეზობის დროს მისი ანაზღაურება კვირაში 60000 გირვანქა იყო.