Aa
Aa

"ბარსა" "კლასიკოში" სპეციალური მაისურებით ითამაშებს!

"ბარსელონას" მმართველმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ მოახლოებულ "ელ კლასიკოში" მათმა გუნდმა სპეციალური მაისურებით ითამაშოს და ამ გზით პატივი მიაგოს იოჰან კრუიფის ხსოვნას.

კატალონიელთა მოთამაშეეები მოედანზე შემდეგნაირი წარწერის მქონე მაისურებით გამოვლენ: "Gràcies Johan", რაც "მადლობა იოჰანს ნიშნავს.

გარდა ამისა, "ბარსელონას" მხრიდან სტადიონზე მისულ 90 ათასამდე ქომაგს ამავე წარწერის ბარათები დაურიგდება, რომელთაც თამაშის მიმდინარეობისას ეტაპობრივად ააფრიალებენ. 

იოჰან კრუიფი 24 მარტს, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები