ლუკაკუს განცხადება მის მომავალზე!
Aa
Aa

ლუკაკუს განცხადება მის მომავალზე!

ინგლისური "ევერტონის" ბელგიელმა ფორვარდმა, რომლის მიმართაც ინტერესს არაერთი ევროპული ტოპ-კლუბი იჩენს, თავის სამომავლო გეგმებზე გააკეთა კომენტარი: 

"რა თქმა უნდა, ზოგიერთებს ჩემში ეჭვი ეპარებათ და ფიქრობენ, რომ ტოპ-კლუბში ვერ გავამართლებ, რადგან როცა 20 წლის ვიყავი "ჩელსიში" დამკვიდრება გამიჭირდა. თუმცა, ჩემი აზრით, მას შემდეგ გავიზარდე, ბევრი რამ ვისწავლე და დღეს საკმარისად ძლიერი ვარ, რომ ვარსკვლავების გვერდით დიდი გუნდში ვიასპარეზო". - დაიწყო ბელგიუერ Derniere Heure-სთან საუბარი ლუკაკუმ.

"ისიც ვიცი, რომ ჩემი წაყვანა "მანჩესტერ იუნაიტედში" ჟოზე მოურინიო სურს, რაც ძალიან მახარებს და ამ ზაფხულს, როცა "ევერტონს" დავტოვებ, მივესალმებოდი კარიერის სწორედ მანჩესტერში გაგრძელებასაც". - აი ასე კონკრეტულად მოჭრა 22 წლის შავკანიანმა შემტევმა. 

მიმდინარე სეზონში ლუკაკუს ლივერპულელთა მაისურით ყველა ტურნირის გათვალისწინებით 25 გოლი აქვს გატანილი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები