Aa
Aa

"საკუთარ ხალხს არ უღალატო" - "ნაპოლის" ფანებმა სარი გააფრთხილეს

ტოსკანიაში მდებარე მაურიციო სარის სახლის მახლობლად გამოჩნდა ბანერი, რომელზეც შემდეგნაირი წარწერაა: "ბოს, საკუთარ ხალხს არ უღალატო. ნეაპოლს შენ უყვარხარ". 

60 წლის სარის კანდიდატურა "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება, "ნაპოლის" ტიფოზებს კი მოვლენათა მსგავსი განვითარება არ სურთ, რის შესახებაც თავიანთი აზრი ღიად გამოხატეს.

მაურიციო სარი ნეაპოლშია დაბადებული, "ნაპოლის" კი 2015-2018 წლებში წვრთნიდა და ბოლო წელს "სკუდეტოს" მოპოვებასთან საკმაოდ ახლოს იყო. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ იტალიური გამოცემა Tuttomercatoweb-ის თქმით, "იუვენტუსის" პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, აზერბაიჯანში ჩავიდა, რათა მაურიციო სარის კონტრაქტის თაობაზე "ჩელსის" წარმომადგენლებს შეხვდეს. 

სარის "ჩელსი" დღეს ევროპა ლიგის ფინალში "არსენალს" ხვდება და აქვს შანსი, რომ 2013 წლის შემდეგ პირველი ევროტურნირი მოიგოს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები