არგენტინელი ვუნდერკინდი, რომელსაც ტოპ-კლუბები ერთმანეთს ეცილებიან...
Aa
Aa

არგენტინელი ვუნდერკინდი, რომელსაც ტოპ-კლუბები ერთმანეთს ეცილებიან...

"მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", "პსჟ", "სიტი", "მილანი", "რომა", "იუვენტუსი" და "დორტმუნდი" - ეს ის გუნდებია, რომლებიც არგენტინული გამოცემის Ovacion-ის ინფორმაციით "როსარიო სენტრალის" შემტევი ნახევარმცველის ჯოვანი ლო ჩელსოს გადაბირებით არიან მოწადინებულნი. 

19 წლის ლო ჩელსოს ამჟამინდელი კლუბი 5-8 მილიონის ფარგლებში ელის წინადადებას, ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც ლეო მესის უკვე ადარებენ. იგი მართლაც, მაღალი საფეხბურთო ინტელექტით გამოირჩევა, სწრაფი აზროვნება, მოედნის კარგი ხედვა, პასის კულტურა და რაც მთავარია შესანიშნავი დრიბლინგი...

სხვათა შორის, მესი სწორედ იმ ქალაქშია დაბადებული, რომლის საფეხბურთო კლუბშიც ამჟამად ლო ჩელსო თამაშობს და ვინ იცის, იქნებ როსარიოდან მსოფლიო ფეხბურთს კიდევ ერთი სუპერვარსკვლავი შეემატოს...

ლო ჩელსო 20 წლის 9 აპრილს გახდება. იგი "როსარიოს" მთავარ გუნდში 2015 წლიდან თამაშობს. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები