ვის უწოდა ბრიტანულმა პრესამ "ჩმორი"...
იანვარში "სანდერლენდის" ფეხბურთელი ადამ ჯონსონი საკუთარ ვილაში 15 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი 2 თვის წინ დაიწყო, იმ დროს, როცა გოგონას უკვე ბავშვი შეეძინა. 2 მარტს ჯონსონი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ ციხიდან გაათავისუფლა მხოლოდ 10 დღით და როგორც ჩანს, "ყოფილმა წარმატებულმა ფეხბურთელმა" მაინც ლოთობასა და ღრეობას მისცა თავი.
რამდენიმე დღის წინ ჯონსონის ვილიდან გალეშილი გოგო გამოვიდა, რომელსაც ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა. ეს ყველაფერი კი ნათლად აჩვენებს, რომ ყოფილი ფეხბურთელი კვლავ თავისი ამაზრზენი, სუსტი და სპორტსმენისთვის შეუფერებელი ხასიათის მონაა.
გუშინ კი, როგორც მოგეხსენებათ, ბრედფორდის სასამართლომ ფეხბურთელს, რომელსაც კარიერის იძულებით, ასეთი სამარცხვინო ფორმით დასრულება მოუწია, აღნიშნული დანაშაულისათვის 6 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან დაკავშირებით, უკვე ხუმრობაც გაჩნდა, ერთ-ერთმა საიტმა შემდეგი რამ დაწერა: "დარჰემის ციხემ "სანდერლენდიდან" ადამ ჯონსონი 6 წლიანი იჯარით შეიძინა"...