Aa
Aa

"ბარსას" მნიშვნელოვანი 3 ფეხბურთელი დაუშავდა...

არცთუ კარგი ამბებია კატალონიური "ბარსელონას" ბანაკიდან. საქმე ისაა, რომ გუნდის ძირითადი შემადგენლობის 3 მთავარი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი, სერხი ბუსკეტსი და კაპიტანი ანდრეს ინიესტა დაშავებულნი არიან და შესაძლოა 2 აპრილს გასამართი "რეალთან" დაპირისპირებაც გამოტოვონ.

რაკიტიჩს წვივის ტრავმა აქვს და ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ იგი ამხანაგურ მატჩში ეროვნულ გუნდს ვერ დაეხმარება.

ინიესტასა და ბუსკეტსის მდგომარეობა კი შედარებით დამაიმედებელია, რადგან მათი ნაკრებში არ თამაში მედიკოსებმა არასასურველი ფიზიკური მდგომარეობის, ანაც გადაღლილობის გამო გადაწყვიტეს.

შესაბამისად, რაკიტიჩისა არ ვიცით, თუმცა ესპანელებმა წესითა და რიგით "ელ კლასიკოში" მონაწილეობის მიღება უნდა მოახერხონ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა 2 აპრილს 22:30 საათზე "ნოუ კამპზე" გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები