Aa
Aa

"ატლეტიკო"-"ბარსელონა" - მადრიდში ბილეთის ფასი არ აშინებთ...

მადრიდის "ვისენტე კალდერონის" სახელობის სტადიონი სეზონის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩისთვის ემზადება, ადგილობრივი გუნდი ხომ "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალში თვით კატალონიის "ბარსელონას" უპირისპირდება. 

სტადიონის სალაროებში ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეა დაიწყო. ყველაზე ძვირი ბილეთი 750 ევრო ღირს, თუმცა თუ სიტუაციას გადავხედავთ "როხიბლანკოს" ფანებს ფასი ნადვილად არ აშინებთ და უდიდეს მატჩში თავიანთი საყვარელი გუნდის ქომაგობას ტრადიციულ სტილში აპირებენ. 

შეგახსენებთ, რომ ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი თამაში 5 აპრილს 22:45-ზე "ნოუ კამპზე" ჩატარდება, 13 აპრილს კი იგივე დროს გუნდები ნახევარფინალში გამსვლელს "ვისენტე კალდერონზე" გაარკვევენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები