კლუბი არასწორად მომექცა...
Aa
Aa

კლუბი არასწორად მომექცა...

ინგლისური "ნიუკასლის" ყოფილი მოთამაშე ხონას გუტიერესი, რომელმაც სიმსივნის დამარცხება მოახერხა და მოედანსაც დაუბრუნდა, თავის ყოფილ კლუბზე არცთუ სასიამოვნოდ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ძალიან ცუდად მოექცნენ. 

"როცა ეს დიაგნოზი დამისვეს, კლუბის მაისურით 194 თამაში მქონდა ჩატარებული, მათ კი უგულოდ მეორე გუნდში გადამიძახეს და უბრალო თანადგომაც კი არ გამოუხატავთ, რაც ძალიან საწყენი იყო. ასეთ დროს ერთ სიტყვასაც დიდი ძალა აქვს, მათ კი ცოტა ხნით ჩემ თანაგუნდელებთან ვარჯიშის საშუალებაც არ მომცეს". - აცხადებს დანანებით გუტიერესი.

შეგახსენებთ, რომ ხონასი ფეხბურთს 19 თვით ჩამოშორდა, თუმცა უკვე მოედანსაც დაუბრუნდა და ამჟამად "დეპორტივოსთან" ერთად "ლა ლიგაშიც" აგორებს ბურთს. 

32 წლის გუტიერესს არგენტინის ეროვნული ნაკრების რიგებში 22 მატჩი აქვს გამართული, თანაც იგი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე "ალბისელესტეს" ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ. მაშინ გუნდს დიეგო მარადონა წვრთნიდა.

ესპანური marca არ გამორიცხავს, რომ არგენტინელმა მორალური ზიანის სანაცვლოდ "ნიუკასლს" კომპენსაციის გადახდაც მოსთხოვოს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები