უნდიანო მალენკოს 25-წლიანი სამსაჯო კარიერა
Aa
Aa

უნდიანო მალენკოს 25-წლიანი სამსაჯო კარიერა "სანტიაგო ბერნაბეუზე" დასრულდება

ცნობილი ესპანელი რეფერი, ალბერტო უნდიანო მალენკო, 25-წლიან სამსაჯო კარიერას ასრულებს. 45 წლის არბიტრისთვის ბოლო მატჩი 19 მაისს გასამართი "რეალისა" და "ბეტისის" დაპირისპირება იქნება.

უნდიანო მალენკო პროფესიით სოციოლოგია, სამსაჯო საქმიანობა კი 1994 წელს დაიწყო, 2000 წლიდან ესპანეთის უმაღლესი ლიგის შეხვედრებს სჯის, ხოლო 2004 წლიდან ფიფას საერთაშორისო კატეგორიის არბიტრია. 

მალენკომ 2007 წელს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე რამდენიმე შეხვედრა, მათ შორის ფინალური მატჩი იმსაჯა. ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 3 თამაშს გაუძღვა. 2005 და 2007 წლებში გამოცემა Don Balon-მა უნდიანო მალენკო საუკეთესო ესპანელ მსაჯად დაასახელა.

ვეტერან მსაჯს "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა გააცილებს და ეს კვირას, 19 მაისს მოხდება, როცა "რეალი" და "ბეტისი" თბილსისის დროით 14:00 საათიდან ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები