სუპერლიგაში ნახევარფინალები მიმდინარეობს
Aa
Aa

სუპერლიგაში ნახევარფინალები მიმდინარეობს

ქუთაისის სპორტის სასახლეში თბილისისდინამომნახევარფინალური სერია გაათანაბრა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე ანგარიშით 84:76 დაამარცხა . სერიაში ანგარიში 1:1 გახდა და მომდევნო 2 მატჩი თბილისში 17 და 18 მაისს გაიმართება. ამით დინამოელებმა მოედნის უპირატესობა მოიპოვეს.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო  დემაგოი ბუბალო იყო , რომელმაც  22 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება დააგროვა. 20 ქულა რეჯერ დოუელის, 17 კი ჯორდან სვოპშირის ანგარიშზზეა. “ქუთაისში 23 ქულითა და 12 პასით საუკეთესო  ჯონათან ლი იყო, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

ნახევარფინალის მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა, სადაც  „დელტამ“ „მგზავრებს“  75:67 მოუგო და სერიაში ანგარიში 2:0 გახადა.

გამარჯვებულთაგან 25 ქულით საუკეთესო  ოთარ ფხაკაძე იყო, რომელმაც 7-დან 7 ორქულიანი ჩააგდო. სერიის მომდევნო მატჩი 17 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები