არბელოა: „ბარსელონას“ ჩვენთან შედარებით რთული კალენდარი აქვს
Aa
Aa

არბელოა: „ბარსელონას“ ჩვენთან შედარებით რთული კალენდარი აქვს

მადრიდის „რეალის“ მცველი, ალვარო არბელოა მიიჩნევს, რომ მის გუნდს „პრიმერა დივიზიონის“ მოგების შანსი ჯერ არ დაუკარგავს. ფეხბურთელის თქმით „ბარსელონას“ წინ ძალიან რთული თამაშები ელის და სავსებით შესაძლებელია, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ქულები დაკარგოს.

 

 

„ბარსელონას“ მადრიდის „რეალისგან“ განსხვავებით საკმაოდ რთული კალენდარი აქვს და ვფიქრობ კატალონიელები ქულებს აუცილებლად დაკარგავენ. მიუხედავად ამისა, ჩვენ პირველ რიგში საკუთარ მატჩებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი და ჩემპონატის ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოვიგოთ. ფეხბურთი კი ისეთი სპორტია, რომ არასდროს იცი რა მოხდება“ - განაცხადა არბელოამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები