ოფიციალურად გრიზმანი ''ატლეტიკოს'' ტოვებს! ''ახალი გამოწვევების დროა
Aa
Aa

ოფიციალურად გრიზმანი ''ატლეტიკოს'' ტოვებს! ''ახალი გამოწვევების დროა"

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''ატლეტიკოს'' ანტუან გრიზმანი ტოვებს. ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება საჯაროდ დაადასტურა.

გრიზმანი:''ჩოლოსთან და მიგელ ანხელთან საუბრის შემდეგ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე. ქომაგებს, თანაგუნდელებს, ხალხს მინდა ვუთხრა, რომ კლუბს ვტოვებ, ახალი გამოწვევების დროა.

დიდი მადლობა ყველას სიყვარულისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე. აქ მოვიგე პირველი თასი კარიერაში, რასაც სხვა ტიტულების მოპოვება მოჰყვა. ეს საოცარი მომენტები არასდროს დამავიწყდება. თქვენ ჩემს გულში ხართ.''

როგორც მოსალოდნელი იყო, უდიდესი ალბათობით გრიზმანი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. კატალონიელებს ფრანგის ტრანსფერი 120-125 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

28 წლის გრიზმანი 2014 წლიდან მადრიდის ''ატლეტიკოში'' ასპარეზობდა. მადრიდულ კლუბში გადასვლამდე ''სოსიედადის'' ღირსებას იცავდა.

მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა 2014-18 წლებში ''ატლეტიკოსთან'' ერთად ევროპა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები