ერერა ''წითელი ეშმაკებიდან'' პსჟ-ში მიდის
Aa
Aa

ერერა ''წითელი ეშმაკებიდან'' პსჟ-ში მიდის

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ იუნაიტედს'' ესპანელი ნახევარმცველი ანდერ ერერა ტოვებს. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ''წითელი ეშმაკებიდან'' წასვლის გადაწყვეტილება დაადასტურა.

SkySports-ის ცნობით მოთამაშეს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და სავარაუდოდ ერერა კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.

2014 წელს ერერა ბილბაოს ''ატლეტიკიდან'' ''მანჩესტერ იუნაიტედში'' გადავიდა. მას შემდეგ ინგლისურ გრანდში 189 მატჩი ჩაატარა. ერერა კლუბთან ერთად ევროპა ლიგის, ინგლისის ასოციაციის თასისა და კარაბაოს თასის გამარჯვებული გახდა.

ერერა ''სარაგოსას'' საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში კი მხოლოდ 2 მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები