რონალდო:
Aa
Aa

რონალდო: "როცა "ბარსელონა" აგებს ამბობენ, რომ ყველაფერი ვალვერდეს, კოუტინიოს ბრალია და არა მესის"

ფეხბურთში სასწაულები რომ ხდება ახალი ამბავი არაა. ამაში "ლივერპულმა" და "ტოტენჰემმა" კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს. როგორც იცით "მერსისაიდელებბმა" "ენფილდზე" "ბარსელონას" 4-0 სძლიეს და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

"ბლაუგრანას" ფიასკოს საფეხბურთო სამყაროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბრისას კატალონიური კლუბის კრახის შესახებ საკუთარი პოზიცია ლეგენდარულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, რონალდომ დააფიქსირა.

"ბარსელონას შესანიშნავი გუნდი და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, ლეო მესი ჰყავს. როცა "ბარსა" აგებს ამბობენ ("ლივერპულთან" მატჩის შემდეგაც ასე იყო), რომ ყველაფერი ვალვერდეს, კოუტინიოს ბრალია და არა მესის. როცა "ბარსელონა" იგებს, ყველაფერი მესის დამსახურებაა".

"ჩემი აზრით ეს სამწვრთნელო შტაბის წევრების და სხვა ფეხბურთელების მიმართ დიდი უპატივცემულობაა. ასე არ უნდა ხდებოდეს".

რონალდომ "ლივერპული" "ბარსელონას" განმეორებითი მატჩიც შეაფასა.

"პირველ შეხვედრაში "ბარსამ" და მესიმ შესანიშნავად იასპარეზეს, თუმცა მეორე დაპირისპირებაში "ლივერპულის" ინტენსიურ ფეხბურთთან, გამარჯვების წყურვილთან და გადამწყვეტ მომენტებში სწორ თამაშთან გამკლავება ძალიან გაუჭირდათ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები