Aa
Aa

"ლაციოს" ქომაგების საზარელი ქმედება! ჯერ ფაშიზმი, შემდეგ რასიზმი

იტალიის თასის ნახევარფინალურ მატჩს, რომელიც „მილანსა“ და „ლაციოს“ შორის გაიმართა დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ამჯერად „არწივების“ გულშემატკივრები მოექცნენ.

„ლაციალეს“ ქომაგებმა „როსონერის“ ნახევარმცველს, ტიემუ ბაკაიოკოს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს. „სან სიროზე“ მისული „ლაციოს“ ქომაგები შეხვედრის დაწყებამდე ასეთ ფრაზას სკანდირებდნენ: „ეს ბანანი ბაკაიკოსთვისაა“. მატჩის მიმდინარეობისას კი „მილანის“ შავკანიან ფეხბურთელებს უსტვენდნენ.

Football-Italia-ს ცნობით იტალიის თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებას წინ კიდევ ერთი ინციდენტი უძღვოდა. „ლაციოს“ გულშემატკივრები „პიაცალე ლორეტოს“ მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ბენიტო მუსოლინის მხარდასაჭერი ბანერი გამოფინეს, რასაც ფაშისტური მისალმება და „მილანის“ მიმართ გაჟღერებული შეურაცხყოფა მოჰყვა.

მოგვიანებით ინციდენტს „ლაციოც“ გამოეხმაურა და ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ქომაგების ქმედებები დაგმო, თუმცა იტალიური პრესის წარმომადგენლები გააკრიტიკა.

„არწივების“ გულშემატკივრების გაბრაზება კესის და ბაკაიოკოს საქციელმა განაპირობა. „ლაციოსთან“ მოგებული მატჩის შემდეგ ბაკაიოკომ აჩერბის მაისური გაუცვალა, რის შემდეგაც კესისთან ერთად ტრიბუნებთან მივიდა და აჩერბის მაისურით ხელში გამარჯვება იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები