Aa
Aa

ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი იწყება

16-21 აპრილის „დინამო“ თბილისის აკადემია ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს უმასპინძლებს, რომელიც წელს მეოთხედ იმართება.

ჩემპიონატში მონაწილეობას 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები მიიღებენ.

ტურნრიზე იასპარეზებენ : ვულვერჰემფთონი“,“ემპოლი“, „ფეინოორდი“ , „ბრაგა“ , „ციურიხი“, კიევის „დინამო“ , თბილისის „დინამო“ და სფფ-აკადემია.

16-18  აპრილს ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები „დინამოს“ აკადემიაში გაიმართება, სადაც 20 აპრილს ნახევარფინალებიც შედგება.

ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა კი 21 აპრილს „დინამო არენაზე“ 17:00 საათზე დაიწყება.

2016 წელს დარასელიას თასი "ალკმაარმა" მოიგო, 2017 წელს კიევის "დინამომ", ხოლო შარშან  "ესპანიოლმა".

  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები