Aa
Aa

ხამესი "ნაპოლიში"?

კოლუმბიელ ვარსკვლავ ხამეს როდრიგესს მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვება სურს, თუმცა მისი „რეალში“ დაბრუნებაც ნაკლებად მოსალოდნელია. იტალიური პრესა წერს, რომ არაა გამორიცხული, ხამესმა სერია A-ს მიაშუროს და „ნაპოლის“ მაისური მოირგოს.

27 წლის ფეხბურთელის ყოფილი სიმამრის, ერნან ოსპინას თქმით, როდრიგესს კარლო ანჩელოტისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და იტალიის ჩემპიონატშიც სიამოვნებით ითამაშებდა. ოსპინა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხამესი, შესაძლოა, „ნაპოლის“ რიგებში გადავიდეს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ნეაპოლურ რადიოსთან საუბრისას განაცხადა.

ხამეს როდრიგესს „ბაიერნთან“ საიჯარო ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უსრულდება, კლუბს მისი გამოსყიდვა 42 მილიონ ევროდ შეუძლია, თუმცა, როგორც ცნობილია, „რეკორდმაისტერი“ ამას არ აპირებს.

ხამესი „რეალში“ 2014 წელს გადავიდა და კლუბში გატარებულ პირველ სეზონში ანჩელოტის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები