Aa
Aa

უესტბრუკის უღირსი ქმედება ფაჩულიას მიმართ! რასელმა ზაზას სამაგიერო გადაუხადა

გამთენიისას NBA-ს მორიგი დღის შეხვედრები გაიმართა, რომელთაგან ჩვენთვის დიდ ინტერესს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტისა" და "ოკლაჰომას" დაპირისპირება იწვევდა.

შეხვედრა "ოკლაჰომას" გამარჯვებით 123:110 დასრულდა. "თანდერის" ლიდერმა რასელ უესტბრუკმა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, სამმაგი დუბლი მიითვალა და სეზონი ასეთი მაჩვენებლით უკვე ზედიზედ მესამედ დახურა - 23 ქულა, 11.1 მოხსნა და 10.5 შედეგიანი გადაცემა - სწორედ ასეთია რასელის სტატისტიკური მონაცემები მიმდინარე სეზონში.

შეხვედრის ყველაზე დასამახსოვრებელი და ამავდროულად არასასიამოვნო მომენტი ფაჩულიასა და უესტბრუკის ეპიზოდი იქცა.

"კუნინძამ" ქართელ ცენტრს სახეში ხელი ჩაარტყა და ამით მან სამაგიერო გადაუხადა. როგორც მოგეხსენებათ ზაზასა და რასელს გასულ სეზონებში 2 ინციდენტი ჰქონდათ, რომლებშიც ამერიკელი კალათბურთელი დაზარალდა.

უესტბრუკი ფაჩულიას სამაგიეროს გადახდით ადრე დაემუქრა და როგორც ხედავთ სიტყვაც შეასრულა.

ხსენებულ შეხვედრაში ზაზას მონაგარი 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა იყო.შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის "დეტროიტი" 39 მოგებითა და 40 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის საპლეიოფო ზონაშია და მე-7 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები