ლევანდოვსკი: იმობილეს დრო სჭირდება
Aa
Aa

ლევანდოვსკი: იმობილეს დრო სჭირდება

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელ ჩირო იმობილეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელ ფორვადს საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენად დრო სჭირდება.

 

„არსებობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ახალ გუნდში ადაპტაციის გასავლელად სხვებზე მეტი დრო სჭირდებათ. ეს ნორმალური პროცესია, მთავარია რომ მოთამაშეს კლუბმა ნდობა გამოუცხადოს. იმობილეს მისი სრული პოტენციალის გამოსავლენად დრო სჭირდება. რაც შეეხება „დორტმუნდს“, მე ამ კლუბში 4 დაუვიწყარი სეზონი გავატარე და ეს გუნდი სამუდამოდ ჩემს გულში დარჩება“ - განაცხადა ლევანდოვსკიმ

 

ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში გადავიდა. იმობილე კი „დორტმუნდმა“ სწორედ მის შემცვლელად მოიყვანა, თუმცა ჯერ-ჯერობით იტალიელი ფორვარდი მასზე დამყარებულ იმედებს ვერ ამართლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები