ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება
Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას 6 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "მინესოტასთან"

29 თებერვალს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩი შინ "მინესოტასთან" გამართა და ანგარიშით 128:101 დაამარცხა.

ზაზა ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 20:08 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა ცენტრმა 6 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 24 ქულა დალასელმა ჩენდლერ პარსონსმა მოაგროვა. მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი, 12 ქულა და 11 მოხსნა კი კარლ ანეტონიმ მიითვალა.

ამ გამარჯვების შემდეგ ფაჩულიას გუნდს 32 მოგება და 28 მარცხი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით დალასელები აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებენ.

მომდევნო შეხვედრას "დალასი" ჩვენი დროით 2 მარტს, შინ "ორლანდოსთან" გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები