DC კომიქსმა
Aa
Aa

DC კომიქსმა "ვალენსიას" ისევ უჩივლა - ესპანელთა თავხედური პასუხი

ესპანურ „ვალენსიასა“ და ამერიკული კომიქსების კომპანია DC-ის შორის ღამურის ლოგოსთან დაკავშირებით დავა კვლავ გრძელდება.

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“ 1919 წელს დაარსდა და იმ დღიდან მოყოლებული მათ ლოგოზე ღამურაა გამოსახული. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თავად ქალაქ ვალენსიასთან ღამურა მე-13 საუკუნიდან ასოცირდება და მათი სიმბოლო გახლავთ.

რაც შეეხება DC კომიქსის გმირს ბეტმენს, ის 1939 წელს შეიქმნა.

როგორც ცნობილია DC-ისა და „ვალენსიას“ შორის პირველი დავა 2014 წელს შედგა, თუმცა საქმე ოფიციალურ სარჩელამდე არ მისულა.

ამჯერად სხვა რამ ხდება. „ვალენსიას“ რამდენიმე დღის წინ დაარსებიდან 100 წელი შეუსრულდა და კლუბმა ამ დღესთან დაკავშირებით ახალი ლოგო დაამზადა, რის გამოც DC-იმ „ღამურებს“ ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების ოფისში უჩივლა.

ხსენებულ სარჩელს „ვალენსიას“ სპიკერი გამოეხმაურა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„რადგან ამას DC ამბობს ჩვენ ლოგოზე ღამურის გამოყენებას არ შევწყვეტთ. ღამურაზე ექსკლუზივი არცერთ ბრენდს არ გააჩნია. როდესაც ეს კლუბი მკერდზე ღამურის ლოგოთი თამაშობდა, იმ დროს აშშ-ში ჯერ კიდევ ბიზონებს დასდევდნენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები