„ლევერკუზენს“ ანდრე აიუს შეძენა სურს
Aa
Aa
7 აპრილი 2015  |  13:58

„ლევერკუზენს“ ანდრე აიუს შეძენა სურს

როგორც გერმანული პრესა იუწყება, ლივერკუზენის „ბაიერის“ სამწვრთნელო შტაბში „მარსელის“ ფეხბურთელის, ანდრე აიუს შეძენით აქტიურად არიან დაინტერესებულნი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბაიერის“ მთავარი მწვრთნელი, როჯერ შმიდტი საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შეხვედრასაც ესწრებოდა, სადაც მარსელის „ოლიმპიკი“ საკუთარ მოედანზე „პარი სენ ჟერმენთან“ დამარცხდა.

ამჟამად ანდრე აიუს სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა 2015 წლის ზაფხულში ფეხბურთელმა შესაძლოა კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

 

„ლიგა 1“-ის მიმდინარე გათამაშებაში აიუმ 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 7 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები