დიდი თანხის სანაცვლოდ -
Aa
Aa

დიდი თანხის სანაცვლოდ - "მანჩესტერ იუნაიტედი" სანჩოს შეძენას გეგმავს

"მანჩესტერ იუნაიტედი" შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრობს და ზაფხულისთვის გეგმებს ალაგებს.

The Sun-ის ინფორმაციით "მანკუნიანელები" "დორტმუნდის" 18 წლის ინგლისელი შემტევის ჯეიდონ სანჩოს შეძენას აპირებენ.

სანჩო ამპლუით მარჯვენა გარემარბია და მოგეხსენებათ, "წითელ ეშმაკებს" ამ პოზიციის მოთამაშე გუნდში არ ჰყავთ.

წყაროს თანახმად, "იუნაიტედი" გერმანულ კლუბს 70 მილიონ ფუნტს შესთავაზებს და სანჩოს გადმობირებას იმედოვნებს.

ახლაგაზრდა ინგლისელის შეძენის სურვილს სხვა ევროგრანდებიც გამოთქვამენ და ზაფხულისთვის სავარაუდოდ სანჩოს ბევრი მსურველი ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ჯეიდენ სანჩომ "დორტმუნდის" ძირითად გუნდში 41 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 9 გოლი და 17 საგოლე გადაცემაა. ეროვნულ ნაკრების მაისური მან 3 შეხვედრაში მოირგო.

ასევე იხილეთ - ერთი მატჩით - ფერგიუსონი მთავარ მწვრთნელად დაბრუნდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები