Aa Aa
17 იანვარი 2021  |  11:09

დღის გოლი: ცქიტიშვილის საოცარი გასროლა ბუნდესლიგაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლევან ცქიტიშვილმა კარიერის საუკეთესო წლები გერმანულ ''ფრაიბურგში'' გაატარა. 1998 წელს ცქიტიშვილი ''ფრაიბურგის'' ფეხბურთელი გახდა და 2005 წლამდე გუნდის ღირსებას იცავდა.

2004-05 წლების სეზონში ''ფრაიბურგი'' ბუნდესლიგაში ასპარეზობდა. მე-7 ტურში ''ფრაიბურგი'' შინ იურგენ კლოპის ''მაინცთან'' 1:2 დამარცხდა. 70-ე წუთზე ცქიტიშვილმა ანგარიში ბრწყინვალე დარტყმით გაათანაბრა. ეს იყო ცქიტიშვილის უკანასკნელი გოლი გერმანიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში.

  

საერთო ჯამში ცქიტიშვილმა ''ფრაიბურგისა'' და ''ვოლფსბურგის'' მაისურით ბუნდესლიგაში 127 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცქიტიშვილმა კარიერის მიწურულს კიდევ ერთი გერმანული კლუბის, ''ვეენის'' მაისური მოირგო. ასე რომ მან სამ გერმანულ კლუბში იასპარეზა, საუკეთესო დრო კი ფოლკერ ფინკეს გაწვრთნილ ''ფრაიბურგში'' ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან ერთად გაატარა.

გასულ წელს ბენე ჯგუფმა საფეხბურთო მენეჯერთან, ირაკლი ლილუაშვილთან და ლევან ცქიტიშვილთან ერთად დააარსა საფეხბურთო საშუამავლო კომპანია „Bene Sport Management“ ორიენტირებულია ფეხბურთელებისა და მწვრთნელების კარიერულ წინსვლაზე. კომპანიის მიზანია იზრუნოს მომავალი თაობის განვითარებაზე, ახალგაზრდა და პროფესიონალ ფეხბურთელებს შესთავაზოს სრული მაღალკვალიფიციური მომსახურება ყველა იმ ასპექტში, რომელიც ფეხბურთელს კარიერული განვითარების გზაზე სჭირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში