ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ნაპოლის რეკორდები, რომლის მთავარი შემოქმედიც ხვიჩა კვარაცხელიაა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ სტუმრად ლუკა ლოჩოშვილს „კრემონეზეს“ დაძაბულ ბრძოლაში სამი ბურთის სხვაობით, 1:4 მოუგო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.

ხვიჩა VS CREMONESE:

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია. „პარტენოპეის“ სერია A-ს 9 ტურის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელია - 7 მოგება, 2 ფრე. ამასთან, სპალეტის გუნდი შიდა ჩემპიონატში ყველაზე შედეგიანი გუნდიცაა - 22 გატანილი გოლი და 7 გაშვებული.

„ნაპოლი“ ფანტასტიურად გამოიყურება ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც საწყისი სამი შეხვედრიდან სამივეში მოახერხა გამარჯვება და A ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. ამავდროულად, ნეაპოლიტანელებმა სამ მატჩში 13 გოლის გატანა შეძლეს და საპასუხოდ მხოლოდ 2 მიიღეს, რაც დღეისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მაჩვენებელია.

საგულისხმოა, რომ ნეაპოლიტანელებს სეზონის სტარტზე ასეთი შედეგი არასდროს ჰქონიათ. იტალიური სააგენტო, Corriere Dello Sport-ი კი ამ წარმატების მთავარ შემოქმედად ხვიჩა კვარაცხელიას მოიაზრებს.

„ნაპოლიმ“ სეზონის სტარტზე სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა, რაც სააგენტოს ინფორმაციით, აქამდე არასდროს ყოფილა. ამასთან, სპალეტის გუნდი შიდა ჩემპიონატში 13 თამაშია არ აგებს, რაც ასევე საუკეთესო შედეგად ითვლება და კიდევ ერთი რეკორდი, სეზონის სტარტზე „ნაპოლიმ“ ყველა ტურნირზე თავის სასარგებლოდ 6 პენალტი მიიღო, რაც ტოპ 5 ჩემპიონატში, 22/23 წლების სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია.

Corriere Dello Sport-ი წერს, რომ ამ წარმატების მთავარ როლში ხვიჩა კვარაცხელიაა. „ნაპოლის“ გოლებიდან უმეტესობაში პირდაპირ, თუ ირიბად როლი ქართველმა შემტევმა ითამაშა. ხვიჩამ 9 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, მოიპოვა რამდენიმე პენალტიც, რომელიც „ნაპოლის“ არაერთი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: ,,მესამე გოლი ხვიჩას ეკუთვნის, მას ეს ქმედება უკან აუცილებლად დაუბრუნდება“
სპალეტი: ,,მესამე გოლი ხვიჩას ეკუთვნის, მას ეს ქმედება უკან აუცილებლად დაუბრუნდება“