მარსიალი და ლინგარდი ''ჩელსისთან'' და ''ლივერპულთან'' მატჩებს გამოტოვებენ
Aa
Aa

მარსიალი და ლინგარდი ''ჩელსისთან'' და ''ლივერპულთან'' მატჩებს გამოტოვებენ

''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის განცხადებით ენტონი მარსიალი და ჯესი ლინგარდი ორიდან სამ კვირამდე გუნდს ვერ დაეხმარებიან. ფეხბურთელები ''ჩელსისთან'' და ''ლივერპულთან'' შეხვედრებს გამოტოვებენ.

ნორვეგიელის თქმით ლინგარდს მუხლის ქვედა მყესის ტრავმა აწუხებს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ''მანჩესტერ იუნაიტედი'' შინ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა. ენტონი მარსიალმა შეხვედრა ბოლომდე ვერ ჩაატარა, შესვენებისას მატამ შეცვალა. ანალოგიურად მოხდა ლინგარდთან მიმართებაშიც, რომელიც პირველი ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე შეცვალეს.

ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ''ჩელსის'' შეხვდება. სოლსკიაერის გუნდი წარმატების მიღწევას ლინგარდისა და მარსიალის გარეშე ეცდება. ინფორმაცია სკანდინავიელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

''ჩელსისა'' და ''მანჩესტერ იუნაიტედის'' დაპირისპირება 18 თებერვალს ''სტემფორდ ბრიჯზე'' გაიმართება.

გარდა ამისა მათ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრა პსჟ-სთან გამოტოვონ. მარსიალისა და ლინგარდის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები