ხოჭოლავას 10-კაციანი ''შახტარი'' ტაისონმა მარცხისგან იხსნა
ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ შეხვედრაში ფრანკფურტის ''აინტრახტი'' ხარკოვში დონეცკის ''შახტარს'' დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.
მე-11 წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, უკრაინული გუნდის ფეხბურთელმა ტარას სტეფანენკომ წითელი ბარათი მიიღო და მატჩის დარჩენილი დრო ''შახტარმა'' რიცხვობრივ უმცირესობაში გაატარა. 50-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა 67-ე წუთზე ნომინალურმა მასპინძლებმა ტაისონის გოლით ანგარიში გაათანაბრეს.
26 წლის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ''აინტრახტის'' წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. გაშვებულ გოლებში ხოჭოლავას დადანაშაულება უსაფუძვლოა.

საპასუხო მატჩი 21 თებერვალს ფრანკფურტში, ''კომერცბანკ არენაზე'' გაიმართება.
ფოტო: shakhtar.com