იბერია 1999, გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

გუნდმა შოკი მიიღო და ქომაგის ფაქტორი გადამწყვეტი იყო | მაკარიძის შეფასება

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი „ლარნი“ „მიხეილ მესხზე“ მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებით დროში ნიკოლოზ სიხარულაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გადამწყვეტი გოლით გუნდი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.

22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. ასევე, „იბერია'' პირველი ქართული კლუბია, რომელმაც კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაში გაინაღდა.

ამ გამარჯვებაზე „იბერიას'' მეკარემ, გიორგი მაკარიძემ Instagram-ში დაწერა: „ისტორიული გამარჯვება ქართულ საკლუბო ფეხბურთში. დიდი ხნის შემდეგ ჩემი და მრავალი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის ერთ-ერთი ოცნებაც ახდა და ევროტურნირებზე ქართული კლუბიც ითამაშებს, ევროპაში თამაშის დროს ამ დღეზე ვფიქრობდი, რომ დავბრუნდებოდი საქართველოში და ქართულ კლუბთან ერთად ევროტურნირებზე ვითამაშებდი.

ცალკე მინდა აღვნიშნო სტადიონზე მოსული ხალხის ფაქტორი ამ გამარჯვებაში, რადგან როდესაც ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გუნდმა დიდი შოკი მიიღო,  გულშემატკივრის როლი გადამწყვეტი იყო ! გუნდს დამატებითი ენერგია და მუხტი შესძინა, რამაც ეს ისტორიული გამარჯვება გააპირობა ! ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც ტელეეკრანებიდან გვიგულშემატკივრა''.

ცნობისთვის, ევროპა ლიგის ფლეი-ოფში „იაგიელონიას“ და „იბერიას'' პირველი შეხვედრა პოლონეთში, 20 აგვისტოს გაიმართება. ქართული კლუბი საპასუხო მატჩს საკუთარ კედლებში 27 აგვისტოს გამართავს.

„იბერიას'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 აგვისტოს სატრანსფერო ზონა
13 აგვისტოს სატრანსფერო ზონა