Aa
Aa

ლებრონ ჯეიმსი "ფორბსის" სიაშიც მეფობს

პრესტიჟულმა ამერიკულმა ჟურნალმა, “Forbes”-მა, ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოქმედი კალათბურთელების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილს უკვე მეხუთე წელია არავის უთმობს ლებრონ ჯეიმსი. „ლეიკერსის“ სუპერვარსკლავის ქონება 88.7 მილიონი დოლარით გაიზარდა. „მეფემ“ ლოს-ანჯელესური გუნდისგან 35, ხოლო სარეკლამო კამპანიებიდან 53 მილიონი დოლარი მიიღო. “Forbes” ლებრონ ჯეიმსის ქონებას 450 მილიონ დოლარად აფასებს.

მეორე ადგილს „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ გამთამაშებელი, სტეფ კარი, იკავებს. „ოქროს ბიჭუნამ“ 79.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც „მეომრებისგან“ მიღებული ანაზღაურება 37 მილიონს შეადგენს.

მესამე პოზიციაზე სტეფ კარის თანაგუნდელი, კევინ დურანტი, იმყოფება. 30 წლის მსუბუქმა ფორვარდმა 65 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. დურანტს 53.7 მილიონით რასელ უესტბრუკი მოსდევს, საუკეთესო ხუთეული კი ჯეიმს ჰარდენის 47.4 მილიონით სრულდება.

“Forbes”-ის ცნობით NBA-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი 10 კალათბურთელი ჯამში 540 მილიონი დოლარით გამდიდრდა. ეს რიცხვი 5 წლის წინანდელ მონაცემებთან შედარებით 180 მილიონით მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები