სოლსკიაერი:
Aa
Aa

სოლსკიაერი: "მარსიალს რონალდუს დონემდე მისვლა შეუძლია"

პრემიერლიგის 26-ე ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ლონდონში „ფულემი“ 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორე მშრალი გამარჯვება მოიპოვა.

ბრწყინვალე გოლი გაიტანა ენტონი მარსიალმა, რომელიც მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ოლე გუნარ სოლსკიაერმა კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

რა თქმა უნდა, მარსიალს რონალდუსთან მსგავსება აქვს. მან იცის რაც უნდა გააკეთოს, თუ კრიშტიანუს დონის მიღწევა სურს. მას დიდი ტალანტი აქვს.

თუ მისი გოლი ნახეთ დაინახავდით, რომ მარსიალმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო და ის მარტო ნამდვილად არ ყოფილა. მან მეტოქის დაცვა გადალახა და 20 მეტრიანი დრიბლინგი შემოგვთავაზა.

მარსიალმა იცის, თუ რაც არის საჭირო პროგრესისთვის. ენტონის დაცვითი თამაშის გაუმჯობესება სჭირდება და ამაზე ბევრი უნდა იმუშაოს.

მოხარული ვარ, რომ ის ჩემს გუნდში თამაშობს. ის მოედანზე ბევრ მომენტს ქმნის და გოლებსაც იტანს. მარსიალი ქომაგებს ძალიან უყვართ. ის ჩვენი გუნდის კარგი პერსონაჟია“.

სოლსკიაერმა საუბარი ჩემპიონთა ლიგის შესახებ განაგრძო.

„მე „იუნაიტედის“ ღირსებას ვიცავდი, როდესაც „ოლდ ტრაფორდზე“ მადრიდის „რეალი“ ჩამოვიდა. რონალდო, ფიგუ და სხვა ყველა ვარსკვლავი აქ იყო. სამწუხაროა, რომ ნეიმარი ჩვენს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

ბრაზილიელი მაღალი დონის მოთამაშეა. ვფიქრობ, ჩვენი მარჯვენა მცველი თვლის, რომ ნეიმარის არყოფნა მისთვის კარგი სიახლეა“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგაში მე-4 პოზიცია დაიბრუნა. სოლსკიაერის მოსვლის დღიდან „წითელმა ეშმაკებმა“ 11 მატჩი ჩაატარეს, რომელთაგან 10 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.

სამშაბათს თბილისის დროით ღამის თორმეთ საათზე, „ოლდ ტრაფორდზე“ ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდება - „ოცნებათა თეატრს“ „პსჟ“ ესტუმრება.

ასევე იხილეთ - სოლსკიაერი დარჩება? დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები