Aa
Aa

სოლსკიაერი დარჩება? დირექტორთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ დირექტორთა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და კლუბის მთავარ მწვრთნელად ოლე გუნარ სოლსკიაერი დარჩება. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.  ბრიტანული გამოცემის მიხედვით მიღებულ გადაწყვეტილებას „იუნაიტედის“ დირექტორთა საბჭო სეზონის დასრულებამდე არ გამოაცხადებს, თუმცა წყაროს ცნობით კლუბის მთავარ მწვრთნელად სწორედ ნორვეგიელი სპეციალისტი დარჩება. 

ჟოზე მოურინიოს პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ „წითელი ეშმაკების“ მთავარი სამიზნე მაურიციო პოჩეტინო გახლდათ, თუმცა როგორც ჩანს კლუბის ხელმძღვანელობა სოლსკიაერის მუშაობით კმაყოფილია და მისთვის ახალ, გრძელვადიან კონტრაქტს ამზადებს.

ნორვეგიელმა სპეციალისტმა „იუნაიტედი“ დეკემბერში ჩაიბარა და 11 შეხვედრიდან 10-ის მოგება მოახერხა, ერთი კი „ბარნლისთან“ ფრედ დაასრულა. სოლსკიაერის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერ ლიგის მეოთხე ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ასევე იხილეთ - სოლსკიაერი: "მარსიალს რონალდუს დონემდე მისვლა შეუძლია"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები