სოლსკიაერის აზრით სუპერვარსკვლავის დამატება იდეაფიქსი არაა
Aa
Aa

სოლსკიაერის აზრით სუპერვარსკვლავის დამატება იდეაფიქსი არაა

''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის აზრით ''წითელმა ეშმაკებმა'' უნდა გადმოიბირონ ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს მოერგებიან.

2013 წლიდან მოყოლებული, მა შემდეგ რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კლუბი დატოვა, ინგლისურმა გრანდმა ახალი ფეხბურთელების სანაცვლოდ დიდი ფინანსური დანახარჯი გასწია, რაც ანხელ დი მარის, რადამელ ფალკაოსა და ალექსის სანჩესის ტრანსფერებს გულისხმობს.

ნორვეგიელი სპეციალისტის აზრით გადამწყვეტია ერთი გარემოება, რაც გულისხმობს იმ მოთამაშეების დამატებას, რომლებიც გუნდს მოერგებიან და რეალურად გააძლიერებენ.

''აუცილებელი არაა მხოლოდ სუპერვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობა. უმთავრესია ახალი ფეხბურთელი გუნდს კარგად შეეწყოს, დაგვეხმაროს პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრაში და ასევე ჩემპიონობის მოპოვებაში.

ცხადია მნიშვნელოვანია იმ ფეხბურთელების დამატება, რომლებიც ახალგაზრდები არიან და მათში დიდი პოტენციალია, თუმცა ჩვენ გვჭირდება გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც გუნდის ლიდერის ფუნქციებს შეასრულებენ.

ველით რომ ლიდერის როლში პოგბასა და ლინგარდს ვიხილავთ. მათში ლიდერისთვის აუცილებელ უნარებს ვხედავთ.''

სოლსკიაერმა სატურნირო ცხრილში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

''საუკეთესო ექვსეულში ძალიან კარგი გუნდებია. თითოეული ტიტულისთვის იბრძვის. ჩვენ მხოლოდ წინსვლაზე და პროგრესზე ვფიქრობთ, რისი საფუძველიც გუნდის რესურსი, ინფრასტრუქტურა და ისტორიაა.

მიმდინარე სეზონში ''მანჩესტერ სიტი'' და ''ლივერპული'' შესანიშნავად თამაშობენ.ასევე ლონდონის ''ტოტენჰემიც,'' თუმცა ჩვენ ლონდონური გუნდის დამარცხება მოვახერხეთ, მაგრამ ეს მხოლოდ 1 მატჩი იყო. წარმატების მისაღწევად თანმიმდევრულობა გვჭირდება.

2010 წელს ''მიოლდეში'' მისვლისას გუნდი მე-10 ადგილზე იყო, 2011 წელს კი ჩემპიონობა ვიზეიმეთ. ასე რომ არასოდეს თქვა არასოდეს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები