მარკ გასოლი
Aa
Aa

მარკ გასოლი "ტორონტოში" გაუშვეს

"მემფის გრიზლისმა" სენსაციური გაცვლა განახორციელა. "დათვები" ბრწყინვალე ფორმაში მყოფ მარკ გასოლს გამოემშვიდობნენ და ესპანელი ცენტრი "ტორონტოში" გაუშვეს.

გავრცელებული ინფორმაციით მემფისელებმა გასოლის სანაცვლოდ დელონ რაითი, სი ჯეი მაილსი, იონას ვალანჩუნასი და 2024 წლის დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანის უფლება მიიღეს.

გასოლი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 15.7 ქულას, 8.6 მოხსნას და 4.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს. იგი თანამედროვე NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრია და "ტორონტოს" ისედაც ძლიერ შემადგენლობას საჩემპიონო ამბიციებს გაუორმაგებს.

შეგახსენებთ, რომ "რეპტორსის" ანგარიშზე 39 მოგება და 16 მარცხია. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციის მეორე ადგილს იკავებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები