კახა კალაძე ''ენფილდზე'' ითამაშებს
Aa
Aa

კახა კალაძე ''ენფილდზე'' ითამაშებს

''ლივერპულისა'' და ''მილანის'' ვეტერანი ფეხბურთელები მიმდინარე წლის 23 მარტს საქველმოქმედო მატჩს გამართავენ. შეხვედრა ლივერპულში, ''ენფილდზე'' გაიმართება.

''ლივერპულის'' ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ''მილანის'' შემადგენლობაში კახა კალაძე ითამაშებს.

კალაძის გარდა საქველმოქმედო მატჩში ''მილანის''' არაერთი ყოფილი ფეხბურთელი ითამაშებს. მათ შორის არიან: აბიატი, ამბროზინი, ბონერა, ბორიელო, კაფუ, კარბონე, კოსტაკურტა, დიდა, ფავალი, ფიორი, გატუზო, ჯილარდინიო, ინძაგი, კაკა, იანკულოვსკი, კალაძე, მალდინი, ნესტა, ოდო, პანკარო, პირლო, რუი კოშტა, სერჟინიო, შიმიჩი, სტამი, სტორარი.

საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილეობას ''ლივერპულის'' ყოფილი ფეხბურთელები რობი ფაულერი, ჯეიმი კარაგერი, დირკ კუიტი და დანიელ აგერი მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები