ხარაბაძის საგოლე პასი სადებიუტო მატჩში
Aa
Aa

ხარაბაძის საგოლე პასი სადებიუტო მატჩში

შვეიცარიულ ''ციურიხში'' ქართველმა მცველმა ლევან ხარაბაძემ სადებიუტო მატჩი ჩაატარა. სუპერლიგის მე-19 ტურში ''სენტ. გალენმა'' შინ ''ციურიხი'' 3:1 დაამარცხა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 90 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო მატჩში ხარაბაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

შვეიცარიის 10-გუნდიან სუპერლიგაში ''ციურიხი'' 25 ქულით მე-5 ადგილზეა. 

19 წლის მოთამაშემ, რომელიც 2000 წლის 26 იანვარსაა დაბადებული, ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა. მან სადებიუტო სეზონში თბილისის ''დინამოს'' შემადგენლობაში ეროვნული ლიგის 31 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე წელს ხარაბაძემ კარიერა შვეიცარიულ კლუბში გააგრძელა.

ხარაბაძეს საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე ''ციურიხის'' მეტოქე კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი ''ნაპოლია.'' პირველი შეხვედრა 15 თებერვალს შვეიცარიაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 22 თებერვალს ნეაპოლში შედგება.

კახა კალაძე ''ენფილდზე'' ითამაშებს

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები