NBA-ის მატჩების მიმოხილვა
გოლდენ სტეიტი - სან ანტონიო 141 – 102
გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიო“ „გოლდენ სტეიტთან“ განადგურდა, თუმცა ტეხასელები ლიდერების გარეშე ასპარეზობდნენ. „პოპმა“ ლამარკუს ოლდრიჯი და დემარ დეროუზენი დაასვენა და „უორიორსთან“ მატჩში აქცენტი სათადარიგო კალათბურთელებზე გააკეთა.
„მეომრებმა“ მოწინააღმდეგის სისუსტით იდეალურად ისარგებლეს და ტეხასელები მიწასთან გაასწორეს. „გოლდენ სტეიტს“ 26 ქულით კლეი ტომპსონმა ულიდერა, კევინ დურანტმა გუნდს 23 ქულა შესძინა. სტეფ კარი 19 ქულით გამოირჩა, ხოლო დემარკუს კაზინსი 15 ქულას დასჯერდა.
„სპურსის“ რიგებში საუკეთესო 16 ქულით პეტი მილსი გახლდათ. რუდი გეიმ მატჩი 15 ქულით დაასრულა. დავის ბერტანსმა კი ანგარიშზე 12 ქულა მიითვალა.
საკრამენტო - ჰიუსტონი 101 – 127
ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონი“ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. ტეხასელებმა მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვეს და სტუმრად „საკრამენტო“ გაანადგურეს.
„როქეთსს“ 36 ქულით სწორედ ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა. ერიკ გორდონმა თავი 20 ქულას მოუყარა. კრის პოლმა მორიგი ორმაგი დუბლი ჩაიწერა - 15 ქულა, 11 მოხსნა. ტეხასელთა ახალწვეულმა, კენეტ ფარიდმა, კი თავის გამოჩენა კიდევ ერთხელ მოახერხა და გუნდს 13 ქულა და 11 მოხსნა შესძინა.
„კინგსის“ მხრიდან საუკეთესო ბადი ჰილდი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. ნემანია ბიელიცამ აქტივში 15 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა. ბოგდან ბოგდანოვიჩი კი 13 ქულას დასჯერდა.
სხვა მატჩების შედეგები
ბრუკლინი - დენვერი 135 – 130
ჩიკაგო - ნიუ ორლეანი 120 – 125
მილუოკი - ვაშინგტონი 148 – 129
დალას - შარლოტი 99 – 93
იუტა - ფინიქსი 116 – 88