Aa
Aa

"დეტროიტმა" რეჯი ბულოკი "ლეიკერსში" გაუშვა

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი გაცვლა განხორციელდა. „დეტროიტ პისტონსმა“ 27 წლის მსუბუქი ფორვარდი, რეჯი ბალოკი, „ლეიკერსში“ გაუშვა და სანაცვლოდ სვი მიხაილიუკი მიიღო.

ბალოკი „პისტონსის“ მაისურით მშვენივრად ასპარეზობდა, თუმცა სეზონის ბოლოს კონტრაქტი ეწურებოდა და დეტროიტელებმა მისი გაცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

რეჯი წლევანდელ სეზონში საშუალოდ 12 ქულას, 2.7 მოხსნას და 2.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. რაც შეეხება მიხაილიუკს, მას „ლეიკერსში“ სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა. ლოს-ანჯელესური გუნდის რიგებში იგი 3.2 ქულას და 0.8 პასს აკეთებდა.

გავრცელებული ინფორმაციით დეტროიტელებმა მიხაილიუკთან ერთად 2021 წლის დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანის უფლებას დაიბევებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები