NBA-ის მატჩების მიმოხილვა
ბოსტონი - ოკლაჰომა 134 – 129
გუშინ, თბილისის დროით 23:00-ზე სტარტი „ბოსტონისა“ და „ოკლაჰომას“ დაპირისპირებამ აიღო. „თიდი გარდენში“ შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო მატჩი იხილა, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.
შეხვედრის ბოლო წამებზე რასელ უესტბრუკს ანგარიშის გათანაბრების საშუალება ჰქონდა, თუმცა ბურთი უაზროდ დაკარგა.
„კელტებს“ 30 ქულითა და 11 შედეგიანი გადაცემით კაირი ირვინგმა ულიდერა. მარკუს მორისმა თავი 19 ქულას მოუყარა. მარკუს სმარტი 18 ქულით გამოირჩა. ელ ჰორფორდი კი 17 ქულას დასჯერდა.
„თანდერის“ რიგებში 37 ქულით საუკეთესო პოლ ჯორჯი გახლდათ. რასელმა მორიგი სამმაგი დუბლი გაიფორმა - 22 ქულა, 12 მოხსნა, 16 შედეგიანი გადაცემა. დენის შროდერმა და სტივენ ადამსმა მატჩი 16-16 ქულით დაასრულეს.
ტორონტო - კლიპერსი 121 – 103
აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა, „ტორონტო რეპტორსმა“, სეზონში 38-ე გამარჯვება იზეიმა. კანადელებმა საკუთარ პარკეტზე „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ ყოველგვარი პრობლემების გარეშე სძლიეს.
„ტორონტოს“ მხრიდან 18 ქულით კავაი ლეონარდი გამოირჩა. სერჟ იბაკამ თავი 16 ქულასა და 12 მოხსნას მოუყარა. სი ჯეი მაილსმა და პასკალ სიაკამმა ანგარიშზე 15-15 ქულა ჩაიწერეს.
„კლიპერსს“ 19 ქულითი შეი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა. ლუ უილიამსი 18 ქულას დასჯერდა, ტობაიას ჰერისმა კი 13 ქულა დააგროვა.
სხვა მატჩების შედეგები
ნიუ იორკი - მემფისი 84 – 96