Aa
Aa

ნელსონ ოლივეირას საშინელი ტრავმა - პორტუგალიელს სახეზე ფეხი დააბიჯეს

ჩემპიონშიფის 30-ე ტურში "რედინგმა" ბირმინჰემის "ასტონ ვილას" უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

ერთი შეხედვით არაფრსიმთქმელმა მატჩმა პრესაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ამის მიზეზი "რედინგის" ფორვარდის ნელსონ ოლივეირას ტრავმა გახდა.

ოლივეირას მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ფეხი სახეზე დააბიჯა, რამაც 27 წლის ფორვარდს მძიმე დაზიანება მიაღებინა.

პორტუგალიელ ფეხბურთელს შუბლზე და ცხვირზე ორი დიდი და ღრმა ჭრილობა აქვს, რაც შემზარავად გამოიყურება.

აქვე გეტყვით, რომ ნელსონ ოლივეირა "რედინგში" არენდის წესით ასპარეზობს. ის "ნორვიჩის" საკუთრება გახლავთ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იუქმებს პორტუგალიელი ფორვარდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები