Aa
Aa

მე-5 წამზე შეწყვეტილი თამაში! სერია B-ს მატჩში ფეხბურთელმა თავის მძიმე ტრავმა მიიღო

სერია B-ს შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს "ლეჩე" და "ასკოლი" უპირისპირდებოდნენ მასპინძელთა ფეხბურთელმა მანუელ სკავონემ პირველივე წამებზე თავის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მატჩი გადაიდო.

მოედანზე სრული პანიკა იყო, რადგან ეპიზოდი საკმაოდ შემზარავად გამოიყურებოდა. სკავონე მინდორზე უგონოდ დაეცა.

საჰაერო ორთაბრზოლის დროს სკავონე "ასკოლის" ფეხბურთელს ჯაკომო ბერეტას შეეჯახა და დაცემის დროს მინდორს თავი საკმაოდ ძლიერად დაარტყა.

სკავონეს სამედიცინო დახმარება მოედანზევე გაუწიეს, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების მანქანით ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მიღებული შოკის გამო მოთამაშეებმა შეხვედრის განახლება ვეღარ შეძლეს და მატჩის გადადება ლოგიკურიც იყო.

შაბათს "ლეჩეს" ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც სკავონე ჰოსპიტალში იმყოფება, თუმცა ის გონზეა და იღიმის კიდეც.

ფეხბურთელის პირადა ექიმმა La Gazzetta dello Sport-ს განუცხადა, რომ სკავონე საავადმყოფოს უახლოეს საათებში დატოვებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

აქვე გეტყვით, რომ 31 წლის ნახევარმცველი "ლეჩეში" "პარმადან" არენდის წესით 2017 წლიდან იმყოფება.

მანუელ სკავონე მთელი მისი კარიერის განმავლობაში სერია B-სა და C-ს გუნდებში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები