Aa
Aa

შეუჩერებელი დონჩიჩი! სლოვენიელი NBA-ს ისტორიაში შევიდა!

როგორც ჩანს სლოვენიელი ლუკა დონჩიჩი გაჩერებას არ აპირებს და მისი შემჩერებელიც არსად ჩანს.

გამთენიისას "დალას მავერიკსი" "კლივლენდს" ესტუმრა და 111:98 დაამარცხა. დონჩიჩმა მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და რამდენიმე რეკორდზეც გაიწია.

ლუკამ მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 35 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი.

ამ მაჩვენებლის შემდეგ სლოვენიელი ლიგის ისტორიაში გახდა მეექვსე კალათბურთელი, რომელმაც 2000 წლის შემდეგ 20 წლამდე ასაკში უკვე 1000 ქულა ჩააგდო.

დონჩიჩმა ამასთან ერთად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირა და ისტორიაში ჩაეწერა. ის გახდა მეორე მოთამაშე, რომელმაც 50 თამაშში 1000 ქულასთან ერთად 340 ოხსნა და 260 პასი დააგროვა.

აქვე გეტყვით, რომ ამ საოცარი თამაშის მიუხედავად ლუკა დონჩიჩი წლევანდე ოლს სტარზე არ აირჩიეს, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია და სლოვენიელს ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში მომავალში არაერთხელ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები