TOP 5 - როგორ გამოხატავს მესი ბრაზს?
Aa
Aa

TOP 5 - როგორ გამოხატავს მესი ბრაზს?

ლეო მესი მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთი (ბევრის აზრით საუკეთესო) საუკეთესო მოთამაშე და ნამდვილი ჯადოქარი, რომ არის ეს ყველამ კარგად ვიცით.

"ლა პულგა" (რწყილი) რამდენადაც ძლიერი მოთამაშეა, იმდენად წყნარიც გახლავთ.

ლეო მოედანზე წყობილებიდან თითქმის არასდროს გამოდის. ფეხბურთის ისტორიაში ბევრჯერ გვინახავს ვარსკვლავები, რომლებიც მის მიმართ უხეშობისა თუ უწმაწური გამონათქვამების შემდეგ წყობიდან გამოსულან, პასუხი გაუციათ რაც ყვითელი, ან წითელი ბარათით დასრულებულა.

ბოლოს და ზოგადად, როდის ვნახეთ გაბრაზებული მესი მოედანზე? როგორ გამოხატავს ის ბრაზს და რა ხდება ამ დროს?..

გთავაზობთ არგენტინელი ფეხბურთელის კარიერაში 5 ეპიზოდს, როდესაც ის წყობილებიდან გამოიყვანეს, რაც მესიმ უპასუხოდ არ დატოვა:

5 - 2015 წელი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების პირველი მატჩი. "კამპ ნოუზე" "ბარსამ" "ბაიერნს" უმასპინძლა.

მატჩამდე "რეკორდმაისტერის" გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა ასეთი რამ თქვა: "მესის ვაჩვენებ, თუ ვინ არის ბოსი".

ნოიერის ეს კომენტარი მთელმა ევროპულმა პრესამ აიტაცა და შეხვედრის დაწყებამდე განხილვის მთავარი თემა იყო.

როგორც ჩანს, არგენტინელს მანუს ასეთი ქცევა არ მოეწონა.

საბოლოოდ ყველაფერი ნოიერის კარში მესის დუბლით დასრულდა.


 

4 - 2011-2012 წლების სეზონი, "ელ კლასიკო" სამეფო თასზე - "სანტიაგო ბერნაბეუზე" "რეალი" "ბარსას" მასპინძლობდა.

მესი არც ისე შთამბეჭდავ მატჩს ატარებდა და მადრიდელებსაც იმ მომენტში განსაკუთრებული საფრთხე არ ემუქრებიდათ.

ლეოს პეპე და კოენტრაო განსაკუთრებულად უხეშად ეპყრობოდნენ. რამდენიმე ეპიზოდის შემდეგ პეპემ ეს ყველაფერი ხელზე ფეხის დაბიჯებით დაასრულა.

მესიმ ტკივილი იგრძნო და წყობილებიდან გამოვიდა. რამდენიმე წუთში კი მან მთელი "რეალის" ყურადღება მიიპყრო და ერიკ აბიდალის მისამართით შესანიშნავი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ერთი კვირის შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში "კამპ ნოუზე" მესიმ პეპეს უხეშობით სამაგიეროც გადაუხადა, რასაც მორიგი ბრწყინვალე საგოლე გადაცემა მოაყოლა.


 

3 - 2009-2010 წლების სეზონი. ლა ლიგის მატჩი, "ბარსა" "სარაგოსას" ესტუმრა.

მასპინძელთა მცველი პონსიო მესის შეჩერებას მთელი მატჩის განმავლობაში უხეშობით ცდილობდა.

საბოლოოდ ლეოს ნერვები მოეშალა და პონსიოს ულამაზესი გოლით პასუხი გასცა. მოგვიანებით კი საოცარი დრიბლინგის შემდეგ პენალტი გამოიმუშავა.


 

2 - 2014-2015 წლების სეზონის სამეფო თასის ფინალი. "ბარსელონა" "ბილბაოს" წინააღმდეგ.

ბასკების მარცხენა მცველი ბალენსიაგა მესის 15 წუთის განმავლობაში შეუჩერებლივ ეუხეშებოდა, რამაც საბოლოოდ მესის გაღიზიანება გამოიწვია.

არგენტინელის პასუხი ამჯერად განსაკუთრებით შედევრალური იყო.


 

1 - 2016-2017 წლების სეზონი, "ელ კლასიკო" "სანტიაგო ბერნაბეუ".

"რეალის" მოთამაშეები მესის პირველივე წუთებიდანვე ეუხეშებოდნენ და ხშირ შემთხვევაში ზღვარსაც სცილდებოდნენ.

ერთ-ერთ ეპიზოდში ლეოს ტუჩი გაუხეთქეს და სისხლდენის შესაჩერებლად მას რამდენიმე წუთი პირში ბამბით სირბილი მოუწია.

როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში მესი უფრო მოტივირებული ხდება და ეს მეტოქისთვის კარგად ას სრულდება ხოლმე.

ასე იყო ამ შემთხვევაშიც. არგენტინელმა მორიგი ჯადოსნური "კლასიკო" ჩაატარა და "რეალს" 3 ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ უკანასკნელ წუთზე გამოგლიჯა.


 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები