Aa
Aa

ბონუჩის შემდეგ "იუვენტუსს" კიელინიც დაემტვრა

იტალიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ტურინის „იუვენტუსი“ ბერგამოში „ატალანტასთან“ მოულოდნელად 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

გამოვარდნასთან ერთად „ბებერმა ქალბატონმა“ დაცვლის ლიდერი ჯორჯო კიელინიც დაკარგა, რომელიც პირველ ტაიმში დაშავდა და მოედანი დატოვა.

ჯერჯერობით ტრავმის სიმძიმე უცნობია და ამას სავარაუდოდ ხვალ გავიგებთ.

შეხვედრის შემდეგ ამ თემაზე კომენტარი მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა, რომელიც კიელინის დაზიანების გამო დიდად არ ღელავს.

„მოდით ვნახოთ რა მოხდება. ის ფეხის კუნთზე დისკომფორტს განიცდიდა და სწორედ ამიტომ შევცვალე.

სანერვიულო არაფერია, მის ადგილს კასერესი დაიკავებს“.

შეგახსენებთ, რომ ორ კვირაში ჩემპიონთა ლიგა იწყება და „იუვენტუსს“ კიელინისთან ერთად დაცვის მეორე ლიდერი ლეონარდო ბონუჩიც დაშავებული ყავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები