Aa
Aa

სუპერდრამატული მატჩი და სისხლით მოთხვრილი სახეები - დიდი ჯახი "მესტალიაზე"

ესპანეთის სამეფო თასი მეტად საინტერესოდ და დაძაბულად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გუშინ „მესტალიაზე“ გაიმართა, სადაც „ვალენსიამ“ „ხეტაფეს“ უმასპინძლა და ზედტრამატულ ბრძოლაში 3:1 გაიმარჯვა.

„ღამურებს“ მადრიდში 0:1 ჰქონდათ წაგებული და საკუთარ მოედანზეც 0:1-ს აგებდნენ, თუმცა ამის შემდეგ მოვლენები მათ სასიკეთოდ განვითარდა.

მატჩის გმირი როდრიგო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ „ხეტაფე“ კაცნაკლული დარჩა, რამაც „ვალენსიას“ დიდი უპირატესობა მისცა, თუმცა მისი გამოყენება ბოლო წუთებამდე ვერ შეძლო.

ესპანელმა ფორვარდმა 92-ე და 93-ე წუთებზე მეტოქის კარი ორჯერ აიღო და ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა გვაჩუქა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და საბოლოოდ სისხლით დასრულდა.

„ვალენსიას“ გულშემატკივრებმა „ხეტაფეს“ ფეხბურთელები შეურაცხმყოფელი შეძახილებით შეამკეს.

ამ დუელს დაძაბულობა პირველი მატჩიდანვე მოსდევდა. მინდორზე დაწყებულმა ზეიმმა და პლუს ამას ტრიბუნებიდან წამოსულმა გამაღიზიანებელმა ტალღამ „ხეტაფეს“ მოთამაშეები წააქეზა და ჩხუბიც ასე დაიწყო.

 

საქმეში სტადიონის დაცვის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ, რომლებსაც საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდათ.

გახეთქილი წარბი და სისხლით მოთხვრილი სახე - დიდებული მატჩი სამარცხვინოდ დასრულდა.

ყველაზე მეტად მასპინძელთა დაცვის წყვილი გარაი-პაულისტა დაშავდა. ბრაზილიელს წარბზე რამდენიმე ნაკერიც დაადეს.

საბოლოოდ, „ხეტაფეს“ ფეხბურთელებმა მოედანი დაცვის მიერ გაკეთებული კორიდორის საშუალებით დატოვეს.

მომდევნოე ტაპზე „ვალენსია“ ითამაშებს, თუმცა რა სანქციები მოჰყვება ამ ჩხუბს და ვინ დაისჯება, ამას მოგვიანებით გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები