ეს სიცრუე აღმოჩნდა!
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმისშესახებ, თითქოს კატალონიის "ბარსელონას" ლიდერმა, ლიონელ მესიმ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული "ფერარი" შეიძინა.
"AS"-ის ინფორმაციით, აუქციონზე მესიმ 32 მილიონ ევროდ შეიძინა 1957 წლის Ferrari 335 S Spider Scaglietti. აღსანიშნავია, რომ გაზეთის ინფორმაციით, მესისთან ვაჭრობა კრიშტიანო რონალდომ წააგო, რომელმაც ამდენის გადახდა "ფერარიში" ვეღარ შეძლო. დღეს კი, აღნიშნული ინფორმაცია უარყო "Sport"-მა, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით თავად ფეხბურთლის ახლობლებს დაუკავშირდა. გაირკვა, რომ აღნიშნული "ფერარი" მართლაც გაიყიდა პარიზის აუქციონზე და მასში ახალმა მფლობელმა 32 მილიონი გადაიხადა. თუმცა ეს ადამიანი აქროსბურთის მოქმედი მფლობელი ნამდვილად არ ყოფილა. შეგახსენებთ,რომ ბოლოს ეს კლასიკური ავტომობილი ფრანგი პილოტის, პიერ ბარდინიონის კოლექციაში იყო, რომელიც 2012 წელს გარდაიცვალა.